ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ სატრანსპორტო საშუალებები უნდა გაიხსნას, თუმცა არა მცირე რაოდენობით. მისი თქმით, თუკი იქნება სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტი, მოხდება მათი გადატვირთვა, რაც წარმოქმნის ერთ სივრცეში ადამიანების დიდი რაოდენობით თავმოყრას.
"მე ყოველთვის ვარ მომხრე შედარებით გახსნილი პოლიტიკის და უფრო სწრაფად გახსნის. თუმცა, აქ ნამდვილად უნდა იყოს ეტაპობრივი, თუმცა გარკვეული რგოლები გახსნასთან დაკავშირებით ჰარმონიზებული უნდა იყოს. მაგალითად, მართალია მოსაზრება, რომ თუ იხსნება სავაჭრო ცენტრები, ამის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ასევე ტრანსპორტის საშუალებით და ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასევე მაქვს ისეთი შეხედულება, რომ თუკი ტრანსპორტის გახსნასთან არის დაკავშირებული საკითხი, ეს არ უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით ტრანსპორტის გამოშვებით, არამედ პირიქით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რომ არ მოხდეს კონცენტრირება ადამიანების ერთ მცირე სივრცეში“,- აცხადებს გიორგი კამკამიძე.