გული მწყდება, რომ ვერ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი, ისე წავიდა პოლიტიკიდან, - ამის შესახებ "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
"სხვათა შორის, გული მწყდება, რომ ვერ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი, ისე წავიდა პოლიტიკიდან. სულ მზად ვარ შეხვედრისთვის და მგონია, რომ ამის გამო ამირჩია ქართველმა ხალხმა. როგორც კი მექნება სალაპარაკო "ოცნებასთან" და ოპოზიციიდან მექნება ზურგი, მე მათ შევხვდები", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, ხომ არ ყოფილა შემონათვალი "ოცნებისგან", რომ რაიმეს სანაცვლოდ შესულიყვნენ პარლამენტში? - ხვიჩია ასე პასუხობს: "კი, აინტერესებდათ რა მინდოდა იმისათვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. ჩემი პოზიცია ცნობილია და ტელეეთერიდანაც მაქვს გაჟღერებული, რომ მე ვვაჭრობ "ქართულ ოცნებასთან", ოღონდ სავაჭრო თემა არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.