ნაკადულის კალმახის პირველი ქვირითი უკვე თვალების სტადიაზეა.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს “წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს “წითელ ნუსხაში“ მოხვდა.
მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.
ასეთი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება. მსგავსი ღონისძიების გარეშე საქართველოს მდინარეებში სახეობა დროთა განმავლობაში დაიკარგება. სწორედ ამიტომ, ველური ბუნების სააგენტო მუშაობს ნაკადულის კალმახის სხვდასხვა პოპულაციების გამრავლებაზე და შემდეგ მდინარეთა დათევზიანებაზე.