ვინაიდან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგუფად განისაზღვრა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სწრაფი ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"დაახლოებით 18 000 ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება. ტესტირება მათთვის უფასო იქნება. მნიშვნელოვანია დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.