"სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბოევიკების მხარდაჭერის ფაქტი ეჭვს არ იწვევს", _ ეს განცხადება რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების კვლევის აკადემიის დირექტორმა ლეონიდ ივაშოვმა გააკეთა.
"საქართველოსთან მტრული დამოკიდებულება გვაქვს. ამას ემატება ის, რომ საქართველოს აქეზებენ რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი. ისინი ხელით აჭმევენ სააკაშვილმა და მის რეჟიმს. თავის მხრივ, სააკაშვილი ამ მხარდაჭერას გამართლებას ცდილობს. თბილისისა და მისი სპონსორების უპირველესი ამოცანაა რუსეთის პოზიციის შესუსტება კავკასიასა და კასპიის რეგიონში დივერსიებითა და ტერაქტების მეშვეობით სიტუაციის დესტაბილიზების გზით", _ აცხადებს ივაშოვი.
მისი თქმით, ახლა დასავლეთის გავლენა კასპიის რეგიონზე სულ უფრო შესამჩნევია.
"მათი ამოცანა კასპიის ნავთობზე გასვლაა. უკვე ახლა ამ რეგიონში მუშაობს 49 ამერიკული კომპანია და მხოლოდ 2 რუსული", _ აცხადებს ივაშოვი და დასძენს, რომ რუსეთმა უნდა აღკვეთოს ყველა მცდელობა, თავს დაესხნენ მის სტატუსს კავკასიის რეგიონის "ველიკი დერჟავისა" და ყოველივე ეს თავისი საგარეო პოლიტიკის მიზნების მკვეთრი განსაზღვრის გზით უნდა გააკეთოს.
"ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა გვინდა სომხეთისგან, აზერბაიჯანისგან, საქართველოსგან, აფხაზეთისგან, სამხრეთ ოსეთისგან. უნდა წარმოვადგინოთ მნიშვნელოვანი პროექტები საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში", _ განაცხადა ივაშოვმა.
რუსეთის მიერ მომავალში შესაძლო გადასადგმელ ნაბიჯებად ივაშოვი ასახელებს აზერბაიჯანის ინიციატივის მხარდაჭერას, იმის შესახებ, რომ კავკასიურ-კასპიურ რეგიონში არარეგიონალური სამხედრო ძალებს ყოფნა აეკრძალოთ.
"შესაძლოა მჭიდროდ თანამშრომლობა ამ მიმართულებით ასევე საკუთარი პოზიციების გასამყარებლად რუსეთი უფრო მეგობრულად უნდა მოიქცეს ირანთან მიმართებაში", _ აცხადებს ივაშოვი.