"ქართულ ოცნებას" აქვს 60%-მდე მხარდაჭერა, ჩვენი ამომრჩევლის - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წულუკიანის თქმი, ოპონენტებმა კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ.
"რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმაც და ამას აჩვენებს როგორც ჩვენი კანდიდატების ორგანიზაციებით ჩატარებული ღონისძიებები და ყველამ კარგად ვიცით ასე ვთქვათ, ჩვენ-ჩვენი მხარდამჭერების განწყობები და დათვლაც კარგად ვიცით. ეს არის რეალობა და მათ იციან, რომ ამ არჩევნებს აგებენ", - თქვა თეა წულუკიანმა.