სვანეთში, სოფელ ბეჩოში შუახნის ასაკის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მას თანასოფლელმა ესროლა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19-108, განზრახ მკვლელობის მცდელობა და 236, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება მუხლებით დაიწყო.