სოფელ პერევში არც ერთი რუსი ოკუპანტი აღარ იმყოფება. როგორც ამ წუთისთვისაა ცნობილი, სოფელ პერევს მთლიანად ქართული პოლიცია აკონტროლებს.
მესაზღვრეებმა პოსტი დაახლოებით 18:00 საათზე დატოვეს. როგორც ცნობილია, ოკუპანტები ჯავის რაიონ სოფელ ქერძმუნში გადავიდნენ.
ქართველ პოლიციელებთან ერთად პერევში სადამკვირვებლო ჯგუფებიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების საგუშაგოების გაუქმება და მათი წასვლა სოფელ პერევიდან 14 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკების მე-13 რაუნდზე გადაწყდა.