ხვალ, 19 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე ხელს მოაწერენ მემორანდუმს.
მემორანდუმის მიხედვით მესამე საფეხურის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ადგილზე გაეცნონ საქალაქო სასამართლოს ისტორიას, მის საქმიანობას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს და დაესწრონ სემინარებს სასამართლოს მოღვაწეობის შესახებ.