საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მიმართვის ვადა ამოეწურათ.
ცესკო-ს ინფორმაციით, განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 68 პარტიამ წარმაადგინა, აქედან განხილვაშია 53, 14-მა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი, შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 197).
პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად ხორციელდება.