დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართება.
აუქციონი გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით გაიმართება და გამოტანილი იქნება 2 ობიექტი:
შიდა ქართლში, გორის სატყეო უბანზე, ორმოცის ყოფილი სატყეო, წიწვოვანის ჯიში (ფიჭვი, სოჭი, ნაძვი), საწყისი ფასით 88 000 ლარი. იყიდება ასევე შიდა ქართლში, ქარელის სატყეო უბანზე ზღუდურის ყოფილი სატყეო, წიწვოვანისა (ფიჭვი, ნაძვი) და წიფელის ჯიშები
საწყისი ფასით 80 000 ლარი; აღნიშნულ ობიექტებზე, ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრება.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 2010 წლის პირველ 6 თვეში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსული თანხა 4,5 მლნ. ლარს შეადგენს.