დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში ქალს, რომელიც ბალახს წვავდა, ცეცხლი წაეკიდა და გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანდაზმული ქალი მარტო ცხოვრობდა და ბალახის დაწვა ეზოს დასუფთავების მიზნით გადაწყვიტა.
მიღებული დამწვრობის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.