25 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0551 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0556 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.05 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4266 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4528 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.62 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4461 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.7963 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 ივნისიდან შევა ძალაში.