დღეს როტერდამში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირი დაიწყება.
ტურნირი სადებიუტო იქნება საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ სოსო ლიპარტელიანის სადებიუტო იქნება.
ჰოლანდიაში დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, უჩა ხუციშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზაზა კედელაშვილი (73), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ.
ამათ ბოლო მომენტში ზვიად გოგოჭურიც (90) დაემატა, რომელიც საკუთარი ხარჯით წავიდა "ტიტების ქვეყანაში"
დღეს ვაჟთაგან 60 და 66 კგ წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ, შაბათს - 73-81-ის, კვირას კი ტურნირს 90, 100 და +100-ის მოჭიდავეები დაასრულებენ. როტერდამის შემდეგ - 30-31 ოქტომბერს ჩვენები ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზეც იჭიდავებენ.