რუსეთს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო თანამეგობრობამ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მიაღებინა. აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური.
მისივე თქმით, რუსეთი ასეთივე ზეწოლის შედეგად იძულებული გახდება საქართველოს სრული დეოკუპაცია განახორციელოს.
"ჟენევის სერთაშორისო მოლაპარაკებებზე მიღწეული პროგრესი არის ერთის მხრივ განპირობებული ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიციით, მეორეს მხრივ საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული მიდგომით ამ საკითხთან მიმართებაში და არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ერთი სოფლიდან გაყვანილ იქნას საოკუპაციო ჯარები", _ აცხადებს წიკლაური და დასძენს, რომ ამასთან ერთად ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ის საერთაშორისო ხელშეკრულება რომელსაც რუსეთმა მოაწერა ხელი საქართველოს სრულ დეოკუპაციას ითვალისწინებს.
"ის ხელშეკრულება რომელსაც რუსეთმა მოაწერა ხელი ითვალისწინებს ჯარის გაყვანას საქართველოს არა ერთი კონკრეტული სოფლიდან არამედ საქართველოს მთელი ტერიტორიიდან და ჩვენი ქვეყნის სრულ დეოკუპაციას გულისხმობს", _ აცხადებს ნუგზარ წიკლაური.