"საქართველო ატარებდა, ატარებს და მომავალში ჩაატარებს დივერსიის პოლიტიკას მეზობელ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში", _ ეს განცხადება რუსეთის სამხედრო პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ანატოლი ციგანოკმა გააკეთა.
ციგანოკის აცხადებს, რომ საქართველოს შს სამინისტროში არსებობს დივერსანტთა სპეციალური "ნაციონალური" რაზმები და პროვოკაციები საზღვრებზე და ე. წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მითითების გარეშეც გაგრძელდება.
რუსი ექსპერტი გამორიცხავს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორებას და აცხადებს, რომ ომი დღე არავის სჭირდება.
"ომი არავის სჭირდება - არც ქართულ მხარეს, არც რუსეთს. ომი არც აშშ-ს სჭირდება, იმიტომ, რომ აშშ და ნატო ძლიერად არიან დამოკიდებულნი რუსეთზე. როგორც კი თბილისი რეგიონში სამხედრო მოქმედებების ინიცირებას მოახდენს, რუსეთი იმწამსვე უარს იტყვის ჩრდილოატლანრიკური ალიანსის მხარდაჭერაზე. ამ შემთხვევაში კი ნატო მაქსიმალურად საშინლად დამარცხდება ავღანეთში", _ აცხადებს სამხედრო პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.