ლატვიის ეროვნული გადამზიდავი Air Baltic-ი მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-იც, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.
"ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ Air Baltic-ს ფრენების განხორციელებაზე თანხმობას მივცემთ. რაც შეეხება Wizz Air-ს, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და დიდი ალბათობით, მათაც მივანიჭებთ ფრენის უფლებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.