დღეს, 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 28 750 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.990%-ით განისაზღვრა.