ადიგენის რაიონის სოფელ კეხოვანში 4 თვის ჩვილმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. იგი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
ბავშვის აკვანში მშობლებს აალებული ნაკვერჩხალი ჩაუვარდათ.
ჩვილი ჯერ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე რთულია.