საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა, სადაც ასევე ისაუბრა შეზღუდვების მოხნისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის შესახებ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ მოიხსნება, პირველი ეტაპი კი ორშაბათს, 27 აპრილს დაიწყება.

მისივე თქმით, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები ეკონომიკის ამუშავების მეოთხე ეტაპზე, 27 აპრილიდან 6 კვირის შემდეგ, სავარაუდოდ ივნისში ამუშავდება.
მეოთხე ეტაპზე, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებთან ერთად, ამუშავდება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები, კვების ობიექტები.