შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შსს-სა და საქართველოს თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება საელჩოს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
"დღეს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში. ისინი მხარდამხარ მუშაობენ ამ კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა საქართველომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლოს „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ასეთი პროფესიონალების გამბედაობისა და თავდადების წყალობით ხდება ვირუსის გავრცელების შეკავება, ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.