ჩვენ ჯერ ველოდებით ტესტირებების საბოლოო შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, იგეგმება თუ არა ლენტეხში Covid-19-ის გამოვლენის გამო საგანგებო მდგომარეობით დაწესებული ზომების გამკაცრება.
მისივე თქმით, ცალკეული კლასტერები უკვე ფიქსირდება სხვადასხვა რეგიონში.
„ქობულეთში არის სერიოზული კლასტერი, აგრეთვე, მარნეულსა და ბოლნისში. ახლა ლენტეხი გაჩნდა, სამეგრელოში არის რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში, ვნახოთ რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.