საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის.
"მადლობა ჩვენს სამედიცინო პერსონალს იმისთვის, რომ ისინი ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დასამარცხებლად ჩვენი ექიმები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ღირსეულ სამედიცინო პერსონალს.
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი თურქული კომპანია "აჭარა ტექსტილი“, პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, მათ უკვე აწარმოებს. პირბადეების ნაწილი უკვე დამზადებულია და გადაეცა სახელმწიფოს უსასყიდლოდ.
ასოციაციის წევრი, "აჭარა ტექსტილი" მომავალშიც გააგრძელებს პირბადეების დამზადებას. ასევე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ, წევრ კომპანიებთან ერთად აჭარაში დაარიგა ფქვილი და სხვა სასურსათო პროდუქტი.
ასოციაცია მომავალშიც მზად არის დაეხმაროს საქართველოს მთვარობას საჭიროების შემთხვევაში! დავრჩეთ სახლში რათა შევუმსუბუქოთ ჩვენს ექიმებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება.
ერთად ყველაფერს შევძლებთ! გისურვებთ ჯანმრთელობას!", აღნიშნულია საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის განცხადებაში.