მსოფლიო ეკონომიკა პრაქტიკულად შეჩერებულია, სიტუაცია ბევრად უარესია, ვიდრე 2008-2009 წლების კრიზისის დროს, - განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის ისტორიაში არასოდეს გვინახავს შეჩერებულიყო მსოფლიო ეკონომიკა. ჩვენ ვართ რეცესიის პირობებში. ეს გაცილებით უარესია, ვიდრე გლობალური ეკონომიკური კრიზისი", - თქვა გეორგიევამ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, პანდემიის შემაკავებელი ზომების ეკონომიკური და სოციალური გავლენა არის მძიმე, მაგრამ ხელისუფლებების მიერ შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ შეიძლება გააღრმავოს შედეგები, რადგან ეს გახანგრძლივებს კრიზისს.