დაღესტანში, სოფელ ხადჯალმახში, სადაც მუნიციპალიტეტის განათლების დეპუტატების არჩევნები მიმდინარეობს, ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბდულმუსლიმ ნურმაგომედოვი მოკლეს.
ამის შესახებ "იტარ-ტასის" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დილით, არჩევნების მიმდინარეობისას დაკარგული 4 598 ბიულეტინი აღმოჩინეს. ასევე ოპერატიულმა-საგამოძიებო ჯგუფმა კონვერტებიც იპოვეს ბიულეტინებისთვის. მას შემდეგ კი რაც ოპერატიულმა ჯგუფმა საარჩვენო უბანი დატოვა დაიწყო ჩხუბი, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაჭრეს.
აბდულმუსლიმ ნურმაგომედოვი ჭრილობისგან გარდაიცვალა, ჩხუბის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.