მთავრობასა და პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ართული ოცნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კობახიძემ.
"ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3. მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთა ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.