კასპში დასრულდა 26 მაისის ქუჩის საფეხმავლოების, სანიაღვრე არხების მოწყობისა და მოასფალტების სამუშაოები.
როგორც, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან
აცნობეს, სამუშაოები რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 694 000 ლარი შეადგინა.
"აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები გასულ წელს მოწესრიგდა და შესაძებელი გახდა მისი მოასფალტებაც,"-განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ხაჩირაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1 000 მეტრია, გაკეთდა საგზაო მონიშვნის ხაზი, საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნები, დაიდგა ნაგვის ახალი ურნები და დამონტაჟდა გარეგანათება. ამჟამად 26 მაისის ქუჩა კასპში ყველაზე კეთილმოწყობილი ქუჩაა. ქუჩის რეაბილიტაციამ სარგებელი შარიფაშვილის, მცხეთის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობასაც მოუტანა, ვინაიდან ისინიც ძირითადად ამ ქუჩით სარგებლობენ. ამიერიდან მოსახლეობა შეძლებს უპრობლემო გადაადგილებას როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით.
ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1~, ხოლო გარეგანათებისას შპს ‘კასპის კეთილმოწყობა~. სამუშაოების დროს დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.