სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, საქართველოში საფრანგეთის ელჩ ერიკ ფურნიესთან და ევროკავშირის წარმომადგენელ ევა პასტრანასთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ ცენტრს ეწვია.
მინისტრმა სერთიფიკატები გადასცა საფრანგეთის პენიტენციალური სისტემის ეროვნული ცენტრის იმ 2 წარმომადგენელს, რომლებმაც ფრანგულ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სტაჟირება სასწავლო ცენტრში გაიარეს.
საფრანგეთის პენიტენციალური სისტემის წარმომადგენლები, საქართველოში სტაჟირების ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებების გამოცდილებას ადგილზე გაეცნენ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებად დაინიშნებიან.