იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული გურამ უთმელიძე დააკავეს, რომელმაც საკუთარი ბებიის მკველობაშია ეჭვმიტანილი.
შსს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გურამ უთმელიძემ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ბებიას, 1937 წელს დაბადებულ მაყვალა უთმელიძეს და ოჯახში სტუმრად მყოფ 1937 წელს დაბდებულ ჯემალ ბურდილაძეს.
მკვლელობის ადგილადან გაიტაცა გარდაცვლილი ჯემალ ბურდილაძის კუთვნილებაში მყოფი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა, გატაცებიდან რამოდენიმე კილომტრში მოახდინა შეჯახება, რის შემდეგაც გააჩერა ტაქსი და მიიმალა.
პოლიციის მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად იგი დაკავებულ იქნა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით.