საქართველოს მასშტაბით 2010 წელს არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაული 7.1% შემცირდა.
აღნიშნულის შესახებ 2010 წლის 8 თვის მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში არასრულწლოვანების მიერ დანაშაულის ჩადენის სულ 379 შემთხვევა დაფიქსირებული, რომელიც გასული წლის პერიოდთან 29 შემთხვევით ნაკლებია.
შეგახსენებთ, საქართველოში მიმდინარე წლის ბოლო 8 თვის განმავლობაში სულ 23 716 დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც 11 320 (47.7%) გახსნილია.