იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მუდმივი ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა გაამარტივა.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრში გამრთულ ბრიფინგზე განაცხადა.
უცხოელთა სამართლებლივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვილილებები, რომლის თანახმად, პირები, რომლებიც უკვე გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, სპეციალური ნებართვის გარეშე მიიღებენ ბინადრობის მოწმობას. ეს კი მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს.
"ეს ადამიანები გათავისუფლდებიან სპეციალური ნებართვის საფასურისგან, რაც 180 ლარს შეადგენს. მათ ბინადრობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა აღარ დასჭირდებათ," _ აღნიშნა ვაშაძემ.
გარდა ამის, ძალაში შევიდა კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება. ცვლილების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის ხელახალი მიმართვა 6 თვის ნაცვლად 3 თვეში შეეძლება.
აღნიშნული შეღავათები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უკვე გავიდნენ საქართველოდან ან შეუწყდათ მოქალაქეობა.