საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის ინგა გრიგოლიას განცხადებით, ქდმ-ის არ ჯერა იმ გამოძიების, რომელიც სამშობიარო სახლ "გინეკაში" გამოვლენილ დარღვევებზე, კერძოდ, კი აბორტების საქმეზე მიმდინარეობს.
როგორც მან საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, "ქრისტიან-დემოკრატები" უნდობლობას უცხადებენ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს გამოძიებას.
"უნდობლობას ვუცხადებთ გამოძიებას, რომელიც სამშობიარო სახლ "გინეკაში" მიმდინარეობს. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა, რომლებიც კრიმინალური აბორტის საქმეს იძიებენ, მხოლოდ საბუთები მოითხოვეს. ნათელია, რომ არცერთ საბუთში არ იქნება აღნიშნული, აბორტი უკანონოდ თუკი ჩატარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებითაა წასული. მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ფაქტზე გამოძიება უფრო ხარისხინი იყოს," - განაცხადა გრიგოლიამ.
გრიგოლიამ აღნიშნა, რომ უკანონო აბორტების საქმე, რომელიც გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" ჟურნალისტებმა აწარმოეს, მიანიშნებს იმაზე, რომ კვიტაშვილის მინისტრობის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროში სერიოზული დარღვევები ხდებოდა. მისივე განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობა არა მარტო ექიმებზე, არამედ უფრო ზემდგომ პირებზეც უნდა გავრცელდეს.