საქართველოში მიმდინარე წლის ბოლო 8 თვის განმავლობაში 23 716 დანაშაული დაფიქსირდა. აქედან 11 320 (47.7%) გახსნილია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დანაშაულის საერთო რაოდენობა 2 355 (9%) არის შემცირებული.
ამავე წყაროს ცნობით, 23 716-დან 6811 შემთხვევა მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება. გახსნილია 3935 საქმე.
2010 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით განზრახ მკვლელობის 113 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 60 (53.1%) გახსნილია, მკვლელობის მცდელობის 171 შემთხვევიდან კი 153 (89.5%) გახსნილია.
რაც შეეხება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, საქართველოში სულ 55 შემთხვევაა დაფიქსირებული. 23 საქმე გახსნილია. აღნიშნული მონაცემები გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 26.7% ნაკლებია.