დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №39 აუქციონი გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო აუქციონზე 10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების წინა აუქციონი 29 სექტემბერს. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 5 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 168 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ შეადგინა 9 250 000 ლარი. მიღებული განაცხადების რაოდენობამ 8 შეადგინა, აქედან დაკმაყოფილდა 1.
აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა, მაქსიმალურმადა საშუალო შეწონილმა განაკვეტმა 11.390% შეადგინა.