ლატვიის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლა თითქმის დასრულებულია. წინასწარი მონაცემებით, პრემიერ ვოლდას დომბოროვსკის ბლოკი "ერთობა" იმარჯვებს.
წინასწარი მონაცემებით მათ ხმების 30 %-ზე მეტი მიიღეს.
"ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისა მათ მაინც სწორი არჩევანი გააკეთეს", - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ვოლდას დომბოროვსკიმ.
მეორე ადგილზეა, ლატვიის რუსული მოსახლეობის ინტერესების დამცველი "თანხმბობის ცენტრი" გავიდა.
ქალაქ რიგის მერი ნიუ უკაშოვსკის "თანხმობის პარტიას" ხმების 26 პროცენტი ერგო.
პარლამენტში მოხვდა "მწვანეთა და გლეხთა კავშირიც".