დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში ეკლესიის მშენებლობა დაიწყო.
ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სოფელ ჯაფარიძეში სერაფიმ-საროველის სახელობის ტაძარს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ძეგლთა გადარჩენის ფონდი" აფინანსებს.
ამ წმინდანის სახელობის ტაძარი საქართველოში ერთადერთია და ისიც მხოლოდ დედოფლისწყაროს რაიონის ამ სოფელში. აღდგენით სამუშაოებს შპს „სტანდარტი" აწარმოებს.