გორში პარტიამ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" რეგიონალური ორგანიზაცია დააფუძნა, რომლის პრეზენტაციასაც პარტიის ლიდერი ირაკლი ალსანია დაესწრო.
რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელად თამაზ შიოშვილი აირჩიეს.
"ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია "თავისუფლა დემოკრატებს" შიდა ქართლში ექნება. ეს ხალხი ცნობილია თავის ბრძოლისუნარიანობით და პოლიტიკურ ბრძოლაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პირველები ვიქნებით", - აღნიშნა ალასანიამ.
ალასანია გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზის მოსახლეობასაც შეხვდა.