საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის შეერთებულ შტატებში წარმოქმნილი მეწყერის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას მექსიკის შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი მეწყერის გამო, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაკარგულად არის მიჩნეული", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.