დღეს, 30 სექტემბერს, აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქენთ ლოგსდონი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან დუჩიძე, პოლიციის აკადემიაში საგანგებო სიტუაციების მართვის მეცადიენობას დაესწრებიან , ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს.
27 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამერნტის საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამისა და საგანგებო სიტუაციებში ჩართული სხვადასხვა ქართული უწყებების 23 წარმომადგენელმა დაიწყეს ეროვნული დონის ინციდენტების სამეთაურო მართვის ცენტრთან დაკავშირებული სასწავლო მეცადინეობა.
მეცადინეობა ტარდება საფრთხის შემცირების სააგენტოს საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამის ეგიდით, რომლის მთავარი ამოცანაა გააძლიეროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაცია, გამოკვეთოს ინციდენტების შიდა მართვის სისტემაში გასაუმჯობესებელი ასპექტები და განსაღვროს თუ რა სჭირდება ეროვნულ სიტუაციებზე რეაგირების ცენტრს გაუმჯობესებისათვის. კურსის ამოცანაა დახვეწოს ინციდენტების მართვის დროს მართვისა და კონტროლის უნარჩვევები. საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამა მიზნად ისახავს აამაღლოს საზღვრის დაცვის, საბაჟოსა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მომზადების დონე და ჩამოაყალიბოს უფრო მომზადებული კადრი, რათა მათ უფრო მომზადებულებმა მოახერხონ აღმოაჩინონ, გამოიძიონ, აღკვეთონ და რეაგირება მოახდინონ უკანონოდ შემოტანილ ნივთიერებებზე.
მეცადინეობას ესწრებიან წარმომადგენლები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან მ.შ. შსს, გარემოს დაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები და ფინანსთა სამინისტრო/საბაჟო. ქართულ მხარეს წარმატებით აქვს გავლილი აშშ თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ ჩატარებული უკვე რამოდენიმე მეცადინეობა. ეს პროგრამები ეხმარება საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო გაუვრცელებლობის ინიციატივაში. აშშ მთავრობის დახმარების პროგრამა გამიზნულია საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უკეთ დაცვის საკითხში დახმარებისთვის.