წარმომადგენლობით სახალხო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი და წევრი ნონა გაფრინდაშვილი გაოცებულია იმ პოლიტიკური პარტიების ქმედებით, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებენ.
როგორც გაფრინდაშვილმა წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჯერ კიდევ, დაახლოებით ერთი წლის წინ მთელი ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანებული იყო და მისთვის გაუგებარია, ამის შემდეგ რა შეიცვალა.
"როდესაც პოლიტიკოსები აცხადებენ რომ ჩვენ არ ვიცით წარმომადგენლობითი სახალხო კრება წინასწარ რას გეგმავს და ამ მიზეზით არ უნდოდათ მოსვლა, მათ საშუალება ჰქონდათ გუშინ ჩვენს გეგმებს გაცნობოდნენ და მოსულიყვნენ. მე მაინტერესებს, ვკითხო ამ ადამიანებს შარშან აქციებზე, როდესაც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იყვნენ შეკრებილები აქციაზე, მას შემდეგ რა შეიცვალა?" - აღნიშნა გარფიდაშვილმა.
შეგახსენებთ რომ ფილარმონის დიდ საკონცერტო დარბაზში ამ წუთებში სახალხო წარმომადგენლობითი კრება მიმდინარეობს რომელზეც სიტყვით ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გამოდის. დღევანდელ ღონისძიებაზე სახალხო წარმომადგენლობითი კრების წევრები თავის სამომავლო მიზნებს გააცნობენ დამსწრეებს. აღსანიშნავია რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი მთლიანად შევსებულია.