აზერბაიჯანის მთავრობა ოქროს მარაგებს ზრდის. აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის სამირ შაფიროვის განმარტებით დღეისათვის ქვეყანაში 99,5 კგ ოქროს მარაგია. უახლოეს მომავალში მათ მარაგებს კიდევ 100 კგ ოქრო მიემატება და მარაგები წლის ბოლომდე ისევ გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ოქროს მარაგები ქვეყანაში ოქროს საბადოების ნოცულობის მიხედვით დგება. ნედლეული შემდგომ შვეიცარიაში გადამუშავდება.
დღეისათვის მსოფლიო ბაზარზე ერთი უნცია ოქროს ფასი 1308,3 დოლარს შეადგენს, რაც წლის დასაწყისთან შედარებით უკვე 17 %-ითაა გაძვირებული.