ასოციაცია "გლობალ სთარმა" ახალი პროექტი დაიწყო. კომპანია სასტუმროების კლასიფიკაციის პარალელურად კვების ობიექტებისთვის ვარსკვლავების მინიჭებაზედაც იმუშავებს, თუმცა მანამდე საჭიროა, რესტორნებსა და კეფეებში სანიტარიის, ჰიგიენისა და სერვისის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგოს.
სტანდარტების დანერგვის შემდეგ, კომპანია ობიექტებს ყოველთვიურ აუდიტს ჩაუტარებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ხარისხის ნიშნის მინიჭების შესახებ. საბაზისო სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ კი დაიწყება მუშაობა კვების ობიექტებისთვის ვარსკვლავების მინიჭებაზე. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.