დაღესტნის ქალაქ იზბერბაშში უცნობმა პირებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. მოკლულია სამი მილიციელი და მძიმედ დაჭრილია ორი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი დაღესტნის ქალაქში ამ საღამოს მოხდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ სამძებრო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს დამნაშავეთა ძებნა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან "ვაზ-2109" ვერცხლისფერი ავტომობილით მიიმალნენ.