"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა არაფერს ნიშნავს, რადგან მისი ლეგიტიმაცია არ გაზრდილა. ამის შესახებ ხიდაშელმა, კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროში არაფერს ნიშნავს. სიტყვით იქ აჰმადინეჯადიც გამოდის, მაგრამ მისი ნდობა მსოფლიოში არ გაზრდილა. მისი სიტყვები არაფრის მთქმელია, რადგან ის ყოველთვის იტყუება", - განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი წინა კვირას, გაეროში 65-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.