"რთველი 2010-ის" ფარგლებში მოსაწევი ყურძნის 90 პროცენტი უკვე გადამუშავებულია. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრიმა ბაკურ კვეზერელმა გააკეთა. მინისტრის განმარტებით, უკვე გადამუშავებულია 13 ათასი ტონა საფერავის ჯიშის და 5,9 ათასი ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენი. გარდა ამისა, კახეთიდან სასურსათო მოხმარებისთვის უკვე გამოტანილია 30 ტონა რქაწითელი და 3 ათასი ტონა საფერავი.
როგორც კვეზერელი განმარტავს, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებიდან ყურძენზე მოთხოვნა დიდია.