გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ კინტრიშის ნაკრძალის ფოტო-გამოფენა გახსნეს. ღონისძიებაზე პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან შემდგარმა ჟიურიმ საუკეთესო ფოტოს ავტორი მარიამ სულამანიძე გამოავლინა, რომელსაც კოლხეთის ეროვნულ პარკში 2 კაციანი ტურის საგზური გადაეცა. გამარჯვებულს, შესაძლებლობა აქვს, გაისეირნოს პონტომით პალიასტომის ტბაზე და ისარგებლოს ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრით 2 ღამის განმავლობაში.
დამთვალიერებელს ფოტო-გამოფენის ნახვა „შერატონ მეტეხი პალასში" 3 დღის განმავლობაში შეეძლება. კინტრიშის ნაკრძალში ფოტო-ტური დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ივლისის თვეში მოეწყო. ორდღიანი ტურის განმავლობაში პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა კინტრიშის ნაკრძალი დაათვალიერეს, გადაიღეს ფოტოები ტურისტულ მარშრუტებზე, სადაც მოინახულეს ტბები, თამარის თაღოვანი ხიდები, უნიკალური ბზები კორომი და ისტორიულ-კულტურულ ძეგლები.
ფოტო-გამოფენის მიზანი ეროვნული პარკების და ნაკრძალების პოპულარიზაციაა.
გამოფენა „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.