სასტუმრო "რედისონში" საქართველო გერმანიის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტრო, საქართველოში გარმანიის ეკონომკური გაერთიანება.
ეკონომიკურ ფორუმში 13 გერმანული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი ქიმიური მრეწველობის ქარხნების, გზების მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, სიანჟინრო ინდუსტრიის და სხვა სფეროებს წარმოადგენენ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის არჩილ კეკელიას განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პატრნიორი ქვეყანაა. "საქართველო გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის მოცულობა მიმდინარე წელს 50 პროცენტით გაიზარდა", - აღნიშნა კეკელიამ. დღესვე ფორუმის ფარგლებში ქართველ ბიზნესმენებს საშუალება მიეცემათ გერმანელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები გამართონ და სამომავლო ურთიერთობები დაგეგმონ.