საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური რთველი 2010-ის მიმდინარეობით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ყურძნის დაბინავებისთვის პრობლემები არ შექმნილა.
"გასული წლების განმავლობაში რთველის მხრივ, სექტემბერი იყო ძალიან რთული. რთული იყო ასევე ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, გარკვეულწილად, სოციალურადაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პრობელმა მოხსნილია, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტრო კარგად არის მომზადებული", - განაცხადა გილაურმა.