"მემარჯვენეები" ხელისუფლებას ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების არასწორ კონტროლში ადანაშაულებენ. ამის შესახებ"მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ნაჭყებიამ განმარტა, პროექტიდან მოხსნილი ებრაული კომპანია ,,აშტრომ ინტერნეიშენალი", რომელიც სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის მთავარი კონტრაქტორი იყო, ხარჯებს არამიზნობრივად ზრდიდა.
"ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, სწორედ ,,აშტრომ ინტერნეიშენალის'' მიზეზით, სამცხე - ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 102 მილიონი აშშ დოლარიდან 203,5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. დაფინანსების გაზრდის მიუხედავად, პროექტის ფარგლებში თავდაპირველად გათვალისწინებული გზის მოცულობაზე დაახლოებით 23 კილომეტრით ნაკლები, ანუ დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებიგზის რეაბილიტაცია ხდება", - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, საგულისხმოა, ისიც, რომ ,,აშტორმის'' მიერ შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის მიზეზით ძალზე სოლიდური თანხის - 35 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი აზერბაიჯანულ კომპანია ,,აზერშაათსერვისს" ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე გადაეცა, "აშტრომს" სანქციები არ დაეკისრა.
ნაჭყებიამვე დასძინა, რომ ამ ფაქტების გამო იკვეთება ის შესაძლებლობა, რომ ამ კომპანიების უკან სახელმწიფო და სამეთვალყურეო საბჭო დგას, რომელშიც პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე და ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან.