უახლოეს დღეებში გომბორის გზა გაიხსნება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილი გზის გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ რამდენიმე თვით ადრე დასრულდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა და იგი 43 მილიონი დაჯდა", - განაცხადა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, სულ 55 კილომეტრი საავტომობილო გზა გაკეთდა, ასევე აშენდა ორი ახალი ხიდი, ხოლო შვიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.